ხავიერ კოლომინას შეხვედრა სტუდენტებთან
საინფორმაციო ცენტრში ხავიერ კოლომინა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ესტუმრა. ხავიერ კოლომინამ სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრა გამართა თემაზე: საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია.
შეხვედრაზე ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ვრცლად ისაუბრა საქართველო-ნატოს ურთიერთობების დინამიკაზე, საქართველოზე, როგორც ალიანსის მტკიცე და სანდო პარტნიორის როლსა და მისი მნიშვნელოვან კონტრიბუციაზე, როგორც გლობალური, ისე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. დისკუსია გაიმართა ასევე, მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე.