„მე-ევროპელი“ შეხვედრა ახალგაზრდობასთან

“განათლება- ეს არის ანტი-დასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მთავარი იარაღი,” – განაცხადა ნატოსა და ევროკავშრის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ
არტ ვილა გარიყულაში ახლგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე. ღონისძებაში „მე-ევროპელი“ მონაწილეობდენ ახალგაზრდები შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან.

ახალგაზრდებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობასა და გამოწვევებზე ესაუბრნენ შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი.

მწერალმა გიორგი კეკელიძემ ლექცია წაიკითხა საქართველოს ევროპულ გზაზე, საქართველოსა და ევროპის ურთიერთკავშირზე, ევროპულ ღირებულებზე, კულტურულ მრავალფეროვნებასა და განათლების მნიშვნელობაზე.

ღონისძება პოსტერების კონკურსის „საქართველოს ევროპული გზა“ გამარჯვებულის დაჯილდოებით დასრულდა.