მემორანდუმი ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე

საგარეო საქმეთა სამინისტროს “ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრსა” და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს “ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრსა” და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის მიზანია ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის, მედიაწიგნიერების განვითარებისა და ამ თემებზე ცნობადობის გაზრდა, რისთვისაც საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და კომუნიკაციების კომისია ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ. თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები განახორციელებენ პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მედიაწიგნიერების და ევროპული ღირებულებების განვითარებას.