ნატოს დღეები იწყება!

3 ოქტომბერს, საქართველოში ნატოს დღეები ოფიციალურად დაიწყო და ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. ნატოს დღეების მნიშვნელობისა და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა ისაუბრეს.