ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 15 წლისაა!
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 15 წლისაა! 🎉
15 წელია პროაქტიული კომუნიკაციით, ფაქტებით გამყარებული ინფორმაციით, სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული გზავნილებითა და ახალი პროექტებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, ჩვენი მოქალაქეების გაცნობიერებული მხარდაჭერის განმტკიცებასა და გაზრდაზე ვზრუნავთ.
ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ყოველწლიურად ფართოვდება საინფორმაციო ცენტრის სამიზნე აუდიტორია და მატულობს აქტივობებისა და ბენეფიციართა სტატისტიკა. რაც ნიშნავს ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის პროცესში არსებული სარგებლისა და ამ მიმართულებით გახსნილი შესაძლებლობების შესახებ მეტ ინფორმირებულ და ინტეგრაციის პროცესში ჩართულ მოქალაქეს.
🤝ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე, გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა პარტნიორ სამთავრობო და არასამთავრობო უწყებას, საქართველოში ნატო-სა და ევროკავშირის წარმომადგენლობებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, თვითმმართველობებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მედიას, რომელთანაც ცენტრი უკვე 15 წელია აქტიურად თანამშრომლობს.
🇬🇪🇺🇸 განსაკუთრებული მადლობა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს, კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტს, რომლის დაფინანსებით, საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს თავის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ პროექტს დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად.
👉შემოგვიერთდით, აქტიურად ჩაერთეთ ჩვენს პროექტებში, რომელიც გათვლილია სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიისთვის და გაიგეთ მეტი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ.