პროექტი “ევროპული არდადეგები”
პროექტის “ევროპული არდადეგები” ფარგლებში 300-ზე მეტმა იძულებით გადაადგილებულმა ახალგაზრდამ მიიღო ინფორმაცია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ და ამავდროულად ესტუმრა და გაეცნო საქართველოს ისეთ ისტორიულ ადგილებს, როგორიცაა მარტვილი, სათაფლია, ვარძია, ბათუმი და წინანდალი.
პროექტის მიზანია, ახალგაზრდებს, რომლებიც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ, მივაწოდოთ სწორი და ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულების შესახებ და ხელი შევუწყოთ მათ ჩართულობას და პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზებას აღნიშნულ პროცესებში.
პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სსიპ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდა.