პროექტი “სკოლაში დაბრუნება”
სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ინიციატივით პროექტი ,,დაბრუნება სკოლაში” (Back to School) ხორციელდება, რომელიც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლების საკუთარ სკოლებში მოსწავლეებთან და პედაგოგებთან არაფორმალურ შეხვედრებს ითვალისწინებს.
პროექტი ძირითადად ნატოს კვირეულისა და ევროპის დღეების ფარგლებში ხორციელდება და ის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ახალგაზრდებისა და პედაგოგების ინფორმირებას გულისხმობს.
მოცემულ ვიდეოში მშობლიურ სკოლას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეწვია. სკოლებში, ასევე, “დაბრუნდნენ” ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.