რატომ შეიქმნა ნატო?
🗓 70 წელზე მეტია ნატო უზრუნველყოფს 1 მილიარდი ადამიანის მშვიდობას, უსაფრთხოებასა და თავისუფლებას.
✅ ნატო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაარსდა. მის მიზანს წარმოადგენდა საბჭოთა კავშირიდან მომდინარე საფრთხეების კონტექსტში ევროპაში მშვიდობის უზრუნველყოფა, ალიანსის წევრებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და მათი თავისუფლების დაცვა. 1949 წელს, ქ. ვაშინგტონში, ალიანსის დამფუძნებელ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის 12 ქვეყანამ. ხელშეკრულება მოკავშირეებს ავალდებულებს დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლების და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფას, ასევე დავების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას.
❔ვიდეოდან გაიგეთ მეტი თუ რა ისტორულმა გარემოებებმა განაპირობა ალიანსის დაარსება.
🇬🇪🤝🇺🇸 ვიდეო დამზადებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.