საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია
400-მდე სხვადასხვა ფორმატის ღონისძიება და 28 000-მდე ადამიანი, რომელმაც დღეს უფრო მეტი იცის ნატოსა და ევროკავშირის, საქართველოს აღნიშნულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შესახებ – ეს საინფორმაციო ცენტრის 2017 წლის შედეგებია! დღეს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში 2017 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.