საინფორმაციო ცენტრში სემინარი „კომუნიკატორები მეტი კომუნიკაციისთვის“ გაიმართა

6-7 მაისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ორდღიანი სემინარი: „კომუნიკატორები მეტი კომუნიკაციისთვის“ გაიმართა. სემინარს საქართველოს სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორების ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სემინარის მუშაობაში, ასევე, მონაწილეობდნენ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონული ბიუროების წარმომადგენლები.
სემინარი ხელს შეუწყობს საინფორმაციო ცენტრსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ეფექტური კომუნიკაციის, კოორდინირებული გზავნილების გავრცელების, პოლიტიკის დაგეგმვისა და შესრულებისთვის ქსელის შექმნას.