შეფ-მზარეული ელჩები

2016 წლის ევროპის დღეების ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა კულინარიულ შოუში მიიღეს მონაწილეობა.
შოუში სახელწოდებით „შეფ-მზარეული ელჩები“ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა თავიანთი ქვეყნის ნაციონალური კერძები მოამზადეს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ესპანეთის, შვედეთის, სლოვაკეთის, ლატვიისა და ჩეხეთის ელჩები.

ქართული სამზარეულო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა წარმოადგინა.