შეხვედრა 70 სკოლის დირექტორთან

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, პროექტის, „დებატ-კლუბები დასავლური ინტეგრაციის შესახებ“, მონაწილე 70 პედაგოგებთან ჰიბრიდულ ფორმატში გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა.

„საგანმანათლებლო დებატ-კლუბები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, დებატებისა და განათლების ეროვნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობითა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 70 საჯარო სკოლაში, კლასგარეშე აქტივობის ფორმატში, დაარსდა დებატ-კლუბები, სადაც 850-მდე მოსწავლეა გაერთიანებული.